1. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო თქვენს ბავშვურობაშია
თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ულევი ენერგია გააჩნია. დაუღალავი და სპონტანური არსება ხართ, რომელსაც შეუძლია ყოველთვის გაიცინოს და იუმორით მიუდგეს მამაკაცებს. თვალები მუდამ გიბრწყინავთ და საწინააღმდეგო სქესიც ყველაზე ხშირად ამას ეთაყვანება.
2. თქვენში მამაკაცებს მზრუნველი ბუნება მოსწონთ
თქვენ ხართ ქალი, რომელიც მამაკაცებს, ამ მარადიულ ბავშვებს, მათთვის ასე საჭირო მზრუნველობითა და ყურადღებით ამარაგებს. სულ ფუსფუსებთ. სიხარულს განიჭებთ მათთვის სიამოვნების მინიჭება: რამე გემრიელის მომზადება, სიმყუდროვის შექმნა, მისთვის პერანგის
3. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო თქვენს ორიგინალურობაშია
თქვენ განსაკუთრებული ხართ, არავის ჰგავხართ. გაქვთ რაღაც, რაც მასიდან სრულიად გამოგარჩევთ. არ ჯდებით არავითარ სტერეოტიპში. თქვენ არ ხართ ქალის რომელიმე ტიპაჟი, ძალიან ინდივიდუალური ხართ. ურთიერთბაში თავისუფალი ხართ ბანალური ქალური სენტიმენტებისგან.
4. თქვენ ხართ გოგონა – გამოწვევა
კაცებს მოსწონთ მძაფრი შეგრძნებები. ისინი ბუნებით მონადირეები არიან. თქვენ საბედისწერო ქალი ხართ, რომლისთვისაც მზად არიან სისხლი დაღვარონ. აი, ის ტიპაჟი მიუწვდომელს რომ ეძახიან. ყველა მამაკაცი რომ ოცნებობს მასზე, მაგრამ მხოლოდ მამაცები თუ ბედავენ მისი გულის დაპყრობისთვის ბრძოლას.
5. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო თქვენს მოკრძალებულობაშია
იცით, კაცებს თქვენნაირი ქალების არსებობის არ სჯერათ, სანამ თქვენ შეგხვდებიან. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება არსებობდეს ქალი, რომელსაც არ აინტერესებს რჩეულის არც თანამდებობა, არც ფინანსური მდგომარეობა. თქვენ იგი გიყვართ უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ გვერდითაა, თქვენია და არა იმიტომ რომ საჩუქრებით გამარაგებთ.
6. თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო სინაზეშია
თქვენ ძალიან ქალური ხართ: რომანტიკული, მსუბუქი, ელეგანტური, ნაზი და დახვეწილი. ბედნიერი ხართ, როცა თქვენზე ზრუნავენ და მამაკაცებსაც მეტი რა უნდათ იმისთვის რომ ნამდვილ მამაკაცად იგრძნონ თავი? ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ, ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტივს ეძებთ.
7. თქვენ რკინის ლედი ხართ
მტკიცე, ჭკვიანი, თავდაჯერებული – ზუსტად იცით რა გინდათ. გაქვთ თქვენი ცხოვრება, თქვენი მიზნები და ოცნებები, რომლისკენაც მიილტვით და არაფრის და არავის გამო არ უღალატებთ საკუთარ გზას. თქვენს სახეზე კაცები ვერასოდეს ნახავენ ცრემლს. ბევრ მამაკაცს მოსწონთ ასეთი ძლიერი ქალი, რომელსაც შეუძლია საკუთარ ხელში აიღოს ცხოვრების სადავეები და გაუმკლავდეს ნებისმიერ სირთულეს.
8. თქვენი მთავარი ქალური ღირსება სექსუალობაა
ძალიან მგრძნობიერე ხართ, ყველაზე მომხიბლავი ქალის ტიპი მამაკაცებისთვის – ქალური და ამავდროულად ძალიან სექსუალური. თქვენ იცით საკუთარი ღირსებები და მათი გამოყენება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გულების დასაპყრობად.
წყარო:http://galanews.ge