ათი მიზეზი თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ თევზები:

1. ის წარმოუდგენლად ხათრიანია – თევზი მეგობარი ყოველთვის გეთანხმებათ ყველაფერში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერე თავისი ნათქვამი “კი”-ს გამო ბევრს ინანებს, გულს არ გატკენთ მოცემულ მომენტში უარით.

2. იგი მუდამ ეძებს ახალ ემოციებსა და შეგრძნებებს – ცხოვრების აზრის ძიების პროცესში თევზები თქვენაც აგიყოლიებთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან სახალისოა.

3. უზომოდ თანამგრძნობია – მისგან ისწავლით როგორ უნდა გიყვარდეთ ამქვეყნად ნებისმიერი სულდგმული.

4. მეოცნებეა – ოცნების გარეშე ხომ ცხოვრებას აზრი არ აქვს.

5. აგროვებს ისტორიებსა და ადამიანებს – მასთან საუბარი საინტერსოა, ყოველთვის აქვს მოსაყოლი რაიმე “ტკბილი ისტორია”.

6. შემოქმედებითი და რომანტიკულია – ცხოვრებას სულ სხვა კუთხით დაინახავთ მასთან ერთად.

7. შესანიშნავი მსმენელი და მრჩეველია – მასთან ერთად ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემიდან იპოვნით გამოსავალს, თეორიულს მაინც.

8. მისი მეგობრობა უსაზღვროა – თევზები ყველასთან მეგობრობენ, ვისაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროება.

9. ემოციური და სათუთია – მისი ემოციები ხშირად გადამდებია.

10. მის პატიების უნარს და დიდსულოვანებას ვერასოდეს გაეჯიბრებით – სამაგიეროდ, შეგიძლიათ ისწავლოთ ეს თვისებები მისგან.

წყარო: http://astrologi

კომენტარები

სხვა სიახლეები