მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ სასწორი:
1. ის სამართლიანია – კამათში ყოველთვის უჭერს მხარს მას, ვინც ობიექტურად მართალია. მასზე არ მოქმედებს “ნეპოტიზმი”.
2. ელეგანტური და მომხიბვლელია – მისი ჩაცმის სტილისა და იმიჯის ბევრს შეშურდება.
3. ემოციური და მგრძნობიარეა – დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ჩახუტება? ეს მათთვის მთელი რიტუალია.
4. საშინლად რომანტიკულია – სასწორს ხომ ვენერა მართავს, სიყვარულის ქალღმერთი.
5. დიპლომატიური და პრაქტიკულია – ყოველთვის შეეცდება “არც მწვადი დაწვას, არც შამფური” და ამას ძალზე მოხდენილად გააკეთებს.
6. ბუნებრივია – მართლაც, ის ყოველთვის ასე გამოიყურება.
7. იდეალური კოლეგა და უფროსია – თუკი ან ერთთან ან მეორე ვარიანტთან გქონიათ შეხება ალბათ დამეთანხმებით, ამ ხალხს შეუძლია ემოციური კომფორტის შექმნა.
8. ინტელექტუალური და საინტერესოა – შესაძლოა ჰარვარდის დიპლომი არ ჰქონდეს, მაგრამ მასთან არასოდეს მოგწყინდება.
9. ეხერხება სილამაზის დაფასება – სასწორებს ესმით “ცხოვრების გემო” და ზუსტად ამაშია მათი უნიკალურობა.
10. ისინი იდეალისტები არიან – ყოველთვის ღრმად სწამთ ლამაზი დასასრულის და მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი სირთულე თავაზიანი ღიმილით მოგვარდება.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/