მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ კირჩხიბი:
1. მზრუნველია – საკუთარი ახლობლებისთვის კირჩხიბს სიცოცხლეც არ ენანება.
2. ყველაფერის ბოლომდე და გულით აკეთებს – კირჩხიბს არ უყვარს დაუმთავრებელი და “მიფუჩეჩებული” საქმე.
3. მეოცნებეა – შინაგანად ბავშვია, რომელსაც სჯერა სასწაულების.
4. თანაგრძნობის უნარი აქვს – თქვენი ტკივილი საკუთარივით მიაქვს გულთან ახლოს.
5. ერთგულია – თუკი გული გაჩუქათ და ახლობლად გთვლით არასოდეს მიგატოვებთ.
6. შეუძლია ადაპტირება – მისი გამძლეობა და მოხერხებულობა მართლაც რომ აღფრთოვანების ღირსია რთულ სიტუაციაში.
7. არასოდეს განიკითხავს სხვებს – ბუნებით წყენიაა, ამიტომ იშვიათად აკრიტიკებს სხვას იცის, რომ ეს ძალიან მტკივნეულია.
8. ყოველთვის იცის რა სურს – მიზნისკენ პრინციპულად და მშვიდად მიიწევს. რაც მისია, არასოდეს დათმობს.
9. შეუძლია გამუდმებით გაგაოცოთ – მისი პიროვნება მრავალწახნაგოვანია. ამიტომ ყოველდღე სხვადასხვაგვარი იქნება.
10. არ უყვარს აგრესია – მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე სუფევდეს ყველგან. არასოდეს აგყვებათ ბრძოლაში. თუმცა, თავის დაცვა შესანიშნავად ეხერხება, ოღონდ სხვა მეთოდებით.
წყარო:http://astrologi.ambebi.ge