მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ ვერძი
1. იგი თავგადასავლების მოყვარულია – მასთან არასოდეს მოიწყენთ და ყოველთვის გექნებათ მიზეზი გასამხიარულებლად.
2. ასხივებენ ოპტიმიზმს – არც ერთი ვერძი, არასოდეს აღიარებს წაგებას. მათი ოპტიმიზმი და ბრძოლის ნიჭი გადამდებია.
3. ვერძი პოზიტიურია – ბავშვივით უხარია ყველაფერი. მისი ინფანტილიზმი გადამდებია.
4. საშინლად ერთგულია – თუკი მიგიღო და შეგიყვარა, შენ გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდება.
5. არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბრები – არასოდეს წაგეპირფერება ქულების ჩასაწერად. მოგახლის თუკი რამ სათქმელია. სამაგიეროდ, ზურგს უკან მისგან ინტრიგებს ნუ ელი.
6. დამოუკიდებელია – არასოდეს შეგაწუხებს წუწუნით საკუთარ პრობლემებზე.
7. შეგიძლიათ ენდოთ – ვერძი არასოდესაა ჭორიკანა.
8. გულუხვი და გამმეტია – შეუძლია უყოყმანოდ დახარჯოს თანხა მეგობრებისთვის.
9. ამბიციური და ამაყია – მისი ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის თქვენც გაძლევთ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
10. უბოროტო და კეთილია – ბრაზს და წყენას წამის მეასედში ივიწყებს. მისგან სამაგიეროს არასოდეს უნდა ელოდოთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge