ათენის ბაზარში ქართველმა ქართველს საფულე მოჰპარა – „არარაობა უნდა გერქვას შენ!”

„არარაობა უნდა გერქვას შენ!..“ – ამ სიტყვებით მიმართავს ქართველი ემიგრანტი მეორე ქართველს, რომელსაც ქურდობაში ამხელს. როგორც ერთ-ერთი ემიგრანტი მ.კ-ძე სოციალურ ქსელში წერს, მას დღეს ათენის ბაზარში, როდესაც ატამს ყიდულობდა, მეორე ქართველმა საფულე მოჰპარა.

„დღეს ბაზრობაზე ვიყავი… ატამს ვარჩევდი, იქვე დახლზე დავდე პატარა ზომის საფულე და ატმის არჩევა დავიწყე… უცებ გამყიდველმა თვალით მანიშნა რაღაც, მივიხედე, გამოვიდა ეს გამყიდველი დახლიდან და აედევნა ამ ქალს, წინ გადაუდგა და ეუბნება: – ელადე კე ანიქსეტე ცანდასუ („მობრძანდით და ჩანთა გახსენით“).

ამ ქალმა ცოტა წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ამ გამყიდველმა ამოიღო ატმის პარკი, გახსნა… გადმოაპირქვავა ჩანთა და იმ წუთას რა დამემართა, ვერ გეტყვით… ამ წითელ ატმებში ანათებდა ჩემი შავი საფულე… და უფრო შოკისმომგვრელი… როცა ეს ქალბატონი ქართველი აღმოჩნდა!.. მე ავიღე ჩემი საფულე… ენაჩაგდებულმა უსიტყვოდ გადავუხადე მადლობა გამყიდველს და გაშტერებული, შეურაცხყოფილი იქაურობას გავშორდი!.. და იქ, სადაც ერთი სიტყვა ვერ ვთქვი ქართულად, ახლა მოგმართავ და იმედია, წაიკითხავ… არარაობა უნდა გერქვას შენ!..“ – წერს ქართველი ემიგრანტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები