აშშ-ში მაიამის უნივერსიტეტი მსოფლიოში პირველად ათეიზმის შესწავლის კათედრას გახსნის. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ათეისტური კვლევების კათედრა უნივერსიტეტში 83 წლის ბიზნესმენის – ლუი აპიჯიანის სახსრების საშუალებითაა დაფუძნებული.
ბიზნესმენმა უნივერსიტეტს 2,2 მილიონი დოლარი გადასცა. „უბრალოდ მინდა, რომ ათეისტების მიმართ არ იყოს დისკრიმინაცია. მივიჩნევ, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე ათეიზმის აღიარებისკენ მიმართული ნაბიჯია“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
Next Post
სხვა სიახლეები