აზერბაიჯანში მკითხაობა იკრძალება

რელიგიურ სტრუქტურებთან მუშაობის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი ამზადებს კანონს, რომლის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიაზე რელიგიური წეს-ჩვეულებების და ცერემონიების ჩატარების უფლება მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირეულ პირებს ექნებათ. 1news.az-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მუბარიზ გურბანლიმ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის პროექტს მინისტრთა კაბინეტი განიხილავს.

„ძალაში კანონის შესვლის შემდეგ მკითხავების საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალება. ეს მიუღებელია ისლამში და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებში. მკითხავი, ვინც ამ კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება“, – განაცხადა გურბანლიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები