“აზბესტი – ჰაერში გაფრქვეული სასიკვდილო ნივთიერება, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ აკრძალა, საქართველოში დაშვებულია”

საქართველოს პარლამენტის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სამოქალაქო სექტორის დახმარებით, ჰაერის დაბინძურების მიზეზებს იკვლევს. მთავარ მიზეზებად მოძველებული ავტოპარკი, გაუმართავი ძრავები და სამშენებლო ნაგავი სახელდება. თუმცა, სამუშაო ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია სახიფათო ნივთიერების, აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდების შესახებაც. აღნიშნულს ადასტურებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც.
კუჭავას განცხადებით, ამ დრომდე სამუშაო ჯგუფსა და გარემოს დაცვის კომიტეტს არ ჰქონდა ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მიაწოდა დასაბუთებული კვლევა, ჯგუფმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო.

აზბესტი, კიბოს საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებას, რადგან ზრდის კიბოთი დაავადების რისკს. ნივთიერება ათობით ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა, მიუხედავად ამისა, აზბესტის შემცველი პროდუქცია საქართველოში რეგულარულად შემოდის. ძირითადად, ესენია ავტომანქანის სამუხრუჭე ხუნდები. ავტომობილის დამუხრუჭებისას, ჰაერში იფრქვევა აღნიშნული ნივთიერება, რაც საგრძნობლად აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე ხშირად აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდები საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოიყენება.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები