თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება სურათები, სადაც ჩანს, რომ აღნიშნული შემთხვევის მონაწილე ერთ-ერთი მანქანა, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი ამოყირავებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
სხვა სიახლეები