ავტოავარია, რომელსაც ბევრი ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა – როგორია 2 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ექიმებმა მოწყვეტილი თავი მიაკერეს (ფოტოკოლაჟი)
2 წლის ჯექსონ ტეილორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. პატარა ბიჭუნა მშობლების და ექიმების დახმარებით, უკვე საავადმყოფოს პალატაში და დერეფნებშიც გადაადგილდება და დედ-მამასთან ერთად ფოტოებსაც იღებს. ბავშვი საზარელი ავტოკატასრტოფის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც მას თავი მოწყდა, თუმცა სიკვდილს ის, სასწაულებრივად გადაურჩა. ექიმებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს, როცა 6-საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, მას კისრისგან მთლიანად გამოყოფილი თავი მიაკერეს. გარეგნულად ბავშვის თავი ტანს არ მოსცილებია, თუმცა შინაგანი დაზიანებები იმდენად მძიმე და რთული ფორმის იყო, რომ კანის შიგნიდან თავის ქალა ტანს მთლიანად გამოეყო.
მომხდარის გამო ექიმები გაოგნებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ მომხდარი მათ პრაქტიკაში არ ყოფილა. პატარას მდგომარეობის ამსახველი ფოტოები დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა.