ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე საქართველოში, კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. ირმა კვიცარიძე Facebook-ზე 4 ძირითად რჩევაზე მიუთითებს:
„1. იმოძრავეთ ბევრი ოთახში (აუცილებელია თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, რაც ყველაზე ხშირი გართულებაა კოვიდპაციენტებში);
2. მიიღეთ სულ მცირე ორ ლიტრამდე სითხე;
3. ელემენტარულია – გაბერეთ ბუშტი ყოველ საათში ერთხელ მაინც;
4. პაციენტები შაქრიანი დიაბეტით – კვების რაციონის მეთვალყურეობა, ხილი ამოიღეთ რაციონიდან, ვიდრე ინფექცია გაქვთ“, – წერს ირმა კვიცარიძე.
საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა, 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.