ავსტრალიის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ ახალ ნომერში, შეცდომით, კონკურენტი გაზეთის გვერდები დაბეჭდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Daily Telegraph-მა, რომელიც ცნობილ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს ეკუთვნის, შეცდომით, ლიბერალური მიმართულების – Sydney Morning Herald-ის ორი გვერდი დაბეჭდა.
Daily Telegraph-მა მკითხველს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ შეცდომა საწარმოო პროცესის დროს მოხდა.