ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინის პოლიციამ ერთ-ერთი ბაიკერის უკანალში პისტოლეტი აღმოაჩინა. „ბი ბი სის“ ცნობით, ბაიკერი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფება Rebels-ს მიეკუთვნება, პისტოლეტს დუნდულებს შორის მალავდა. კიდევ ერთი პისტოლეტი მამაკაცის ავტომობილში აღმოაჩინეს. ბინის ჩხრეკისას კი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ნარკოტიკები და პისტოლეტი-ელექტროშოკერია აღმოჩენილი. Rebels – ავსტრალიაში ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფებაა.