ავსტრალიამ ტყის ხანძრების შედეგად მოშიმშილე ცხოველების გამოსაკვებად ინოვაციურ მეთოდს მიაგნო. ვერტმფრენებიდან ცხოველებისთვის სტაფილოსა და სხვადასხვა ბოსტნეულს ყრიან.
აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტზე გასული წლის სექტემბრის თვის შემდეგ უპრეცენდენტოდ მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამის გამო, მილიონობით ცხოველი დაიღუპა, უამრავი მათგანი კი უწყლობისა და საკვების გარეშე იტანჯება.