ავსტრალიაში მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან თებრვლის შუა რიცხვამდე მძვინვარებდა, ქვეყანაში 100-ზე მეტი სახეობის ცხოველის გაქრობის საფრთხე დადგა.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაქრობის პირას მყოფი ცხოველების ნუსხა შეადგინა.
უხეში გათვლებით, ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა კი, კონტინენტის ენდემებს წარმოადგენს, ასეთი ცხოველები პლანეტაზე სხვაგან არ ცხოვრობენ.
ნუსხაში გაქრობის პირას მყოფი ცხოველთა 113 სახეობა მოხვდა, მათ შორის არიან თევზები, ჩიტები, რეპტილიები, ძუძუმწოვრები, ასევე ავსტრალიის ერთ-ერთი სიმბოლო -კოალა, და კენგურუს ერთ-ერთი სახეობა.
ავსტრალიის ხელისუფლებას ადგილობრივი ცხოველების პოპულაციის გაზრდისთვის და ტყეების აღსადგენად მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა მოუწევთ.
სხვა სიახლეები