ავსტრალიაში ბანაობისას 7 თვის ჩვილი დაიხრჩო. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის დედამ შვილი აბაზანაში 3-ჯერ დატოვა რათა “ფეისბუქ” გვერდი შეემოწმებინა.
სასწრაფო-სამაშველო რაზმი მომხდარის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. სასამართლო, 21 წლის ქალს არაწინასწარგანზრახული მკვლელობის გამო, ასამართლებს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. მისი თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის არაკრიმინალური წარსული, ასევე მისი ასაკიც და არსებული ტრაგიკული მდგომარეობაც.