ავოკადოს, პამიდვრისა და ზეთისხილის სალათა

ინგრედიენტები: ავოკადო – 1 ცალი, პამიდორი ჩერი – 10 ცალი, უკურკო შავი ზეთისხილი – 10-15 ცალი, პარმეზანის ან ნებისმიერი ყველი – 2 ს/კ, სალათის ფურცლები, ზეთი – 3 ს/კ, ლიმონის წვენი – 2 ს/კ, მარილი.

მომზადების წესი: პამიდორი და ავოკადო სიგრძეზე დავჭრათ, ზეთისხილი – მრგვალად. სოუსი მოვამზადოთ: თასში ზეთი და ლიმნის წვენი ჩავასხათ, მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. თეფშზე სალათის ფურცლები დავალაგოთ, შემდეგ გარშემო ავოკადო და პამიდორი, ცენტრში კი ზეთისხილი მოვათავსოთ. ბოლოს გახეხილი ყველი მოვაყაროთ და მიღებული სოუსი მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები