ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – როგორია მისი მდგომარეობა

მომღერალ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ,,ფეისბუქის,, პირად გვერდზე დაწერა:

“Covid 19 მომიბრძანდა. იმედია, მშვიდობით გავაცილებ, დაკარგული მაქვს ყნოსვაც, გემოს შეგრძნება და უღონოდ ვარ. იმედია, ფილტვებზე არ გადავა”, – წერს მომღერალი.
გულშემატკივრები მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ ის 2016 წელს მუსიკალური შოუს, X ფაქტორის მონაწილე იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები