საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მიერ ჩატარებული ბრიფინგი მისმა ჩაცმულობამ გადაფარა და საზოგადოების კრიტიკაც გამოიწვია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში თორთლაძის მეუღლე, ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გამოეხმაურა.
“ბრიფინგის ეტიკეტი” შოკში ჩავარდნილები, რამდენი ახლაგამომცხვარი მოდის კრიტიკოსი გვყოლია ერში”, – წერს დიზაინერი და რამდენიმე პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოება ხათუნა თორთლაძის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს.