არსენი ავაკოვმა თბილისის ბეჰემოტზე და სააკაშვილზე ანეკდოტი მოყვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმ არსენი ავაკოვმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე თბილისში მომხდარ წყალდიდობაზე ანეკდოტი მოყვა. მისი თქმით, ეს ანეკდოტი ოდესაში მოიგონეს. „ანეკდოტი შემდეგში მდგომარეობს. ქართველი ბეჰემოტი, რომელიც წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაიქცა, უკან უკმაყოფილო დაბრუნდა – უკრაინაშიო ძალზე დაბალი თანამდებობა შემომთავაზესო“, – წერს ავაკოვი. მისი თქმით, ყველაზე მეტი ამ ანეკდოტზე მიხეილ სააკაშვილმა და ეკა ზღულაძემ იცინეს. შეგახსენებთ, რომ ბეჰემოტი, რომელიც 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკიდან გაიქცა, მაშველებმა გმირთა მოედანზე დაიჭირეს. ეს კადრები მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა აჩვენეს.