“ავადმყოფი ძაღლის სევდიანი ისტორია – “ბავშვებთან თამაში უნდა და აგრძელებს ადამიანებთან კონტაქტს”

“ფოთში ვარ, მალთაყვის პლაჟზე, ახალი ბულვარის წინ, საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია. ერთი გასაცოდავებული ლეკვი დადის პლაჟზე ბავშვებთანაც მიდის”, – ამის შესახებ მოქალაქე ირაკლი მახარაშვილი “კვირა +”-სთან საუბრობს და პატარა ლეკვის სევდიან ისტორიას ყვება.

მისი თქმით, შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ძაღლისთვის დახმარება ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ.

“ფოთში ვარ მალთაყვის პლაჟზე, ახალი ბულვარის წინ, საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია. ერთი გასაცოდავებული ლეკვი დადის პლაჟზე, ბავშვებთანაც მიდის, სადაც თამაშობენ. აი, ძალიან ავადმყოფია: ქეციანი, სულ იფხანს და სისხლი სდის. მოკლედ, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, გადავწყვიტე, რამე მეღონა და ჯერ 112-ში დავრეკე, სადაც მითხრეს, რომ არ იცოდნენ ფოთის ცხოველთა მონიტორინგის ნომერი და საინფორმაციოში უნდა დამერეკა. იქაც დავრეკე და მითხრეს, რომ არ იცოდნენ და მერიაში უნდა დამერეკა. მერიამ მითხრა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა დამერეკა. იქაც დავრეკე და მითხრეს, რომ რომელიღაც კომპანიამ მოიგო ტენდერი და ოზურგეთში არიან, კვირაში ერთხელ ჩამოდიან ხოლმე. მათი ნომერი ვთხოვე, რომ პირადად დავკავშირებოდი, მაგრამ არ მომცეს. მითხრეს, რომ 2 საათის მერე დამერეკა. კარგი, ჯანდაბას! დავურეკავ 2 საათის მერე, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში, აქაურობას არ ჰყავს პატრონი, რამე რომ მოხდეს, თავსაც არავინ შეიწუხებს. არადა, ამ დრომდე, ავადმყოფი ძაღლი, რომელსაც მძიმე დაავადება სჭირს, თანაც გადამდები, ბავშვებთან თამაში უნდა და აგრძელებს ადამიანებთან კონტაქტს. უბრალოდ, უპატრონოდაა ქვეყანა და მე მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცი”, – ამბობს ირაკლი მახარაშვილი “კვირა+”- თან საუბრისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები