„ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!“ – ქეთი დოლიძე ემიგრანტებს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კვირას ქართველი ემიგრანთები შეხვდნენ.

აღნიშნულს ერთ–ერთი ემიგრანტის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე რეჟისორი ქეთი დოლიძე შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

„ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!“.

პოსტის ავტორმა კი რეჟისორის კომენტარს ასე უპასუხა:

„ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები. შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?! როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის? ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო? როგორ?! მესირცხვილება.. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით“, – წერს არინა თავაქარაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები