ადრიანა ლიმა თურქ შეყვარებულს დაშორდა

როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, ადრიანა ლიმა ოფიციალურად თავისუფალია.
ბრაზილიელი ტოპ მოდელი და თურქი მწერალი მეთინ ჰარა წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.
ადრიანა და მისი აწ უკვე ყოფილი, ერთად პირველად 2017 წლის ივლისში ბოდრუმში დააფიქსირეს. ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ, წყვილი სოციალურ ქსელებში უამრავ რომანტიკულ ფოტოს ავრცელებდა.
გასული წლის დეკემბერში 37 წლის სუპერმოდელმა საეჭვო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კაცი უნდა იყოს ქალის პარტნიორი და არა პროექტი. ლიმამ პოსტი მალევე წაშალა და შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოებიც მიაყოლა.
წყვილის დაშორების მიზეზი ტაბლოიდებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები