ადვოკატმა სასამართლოში საქმის მასალები შეჭამა

მოსკოვის კუნცევოს სასამართლომ დააჯარიმა და, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო, სამკურნალოდ განამწესა ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალები შეჭამა. ამის შესახებ აღნიშნული ოლქის სასამართლოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც ადვოკატის განაჩენიდან ირკვევა, მაქსიმ ბუშინი საქალაქო სასამართლოში მივიდა, თავისი კლიენტის ადმინისტრაციული საქმის გასაცნობად დოკუმენტები მოითხოვა, შემდეგ კი შეჭამა სამედიცინო ექსპერტიზაზე გასაგზავნი პროტოკოლი და ალკო-ტესტერის ქვითარი, რის შემდეგაც სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო „სამართლის აღსრულებაში ხელის შეშლის“ მუხლით და 50 ათასი რუბლით დააჯარიმა. გარდა ამისა, ადვოკატს მოუწევს სამედიცინო რეაბილიტაციის კურსის გავლა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მკურნალობა. ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა. მისი მოქმედების ზუსტი მოტივის შესახებ, სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათქვამი არაფერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები