ბრიტანელმა მომღერალმა ადელიმ შესაძლოა საკონცერტო ტურნეები აღარ გამართოს,-ამის შესახებ მომღერალმა ახალ ზელანდიაში გამართული კონცერტის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას theguardian აქვეყნებს.
„ტურნე ეს ის არ არის, სადაც მე კარგი ვარ. აპლოდისმენტების შემდეგ მცირეოდენ ტკივილს განვიცდი ხოლმე. არც კი ვიცი, ამიერიდან, ჩავატარებ თუ არა საკონცერტო ტურნეებს. ერთდერთი მიზეზი, რატომაც ტურნეებს ვმართავ, თქვენ ხართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საჩემოა“, – განაცხადა ადელიმ.
28 წლის ბრიტანელი მომღერალი ცრემლებად დაიღვარა, მას შემდეგ რაც თავის 15-თვიან საკონცერტო ტურს უწოდა „უდიდესი მონაპოვარი კარიერაში“.
„წარმოდგენა არ მაქვს, ჩავატარებ თუ არა საკონცერტო ტურს კიდევ ერთხელ, მაგრამ ახლა აქ ვარ, თქვენთან ერთად და ეს ძალიან მაგარია“, – მიმართა ადელიმ აუდიტორიას კონცერტის დროს.
როგორც ადელის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტურის ორგანიზატორმა მაიკლ კოპელმა განაცხადა, ადელი, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება.
„ჩვენ მას, სავარაუდოდ, ვეღარ ვნახავთ, ვინაიდან ადელიმ თქვა, რომ ტურნეს გამართვა აღარ სურს. შეუძლებელია წინასწარ რაიმეს თქმა. ყველაფერს მომავალი აჩვენებს“, – განაცხადა კოპელმა.
ბრიტანელმა მომღერალმა გრემიზე გამარჯვებული ალბომით მსოფლიო ტურნე გამართა ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, მექსიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
სხვა სიახლეები