გაზეთი The Sunday Times პერიოდულად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს. გამოცემის უახლოესი ნომრის თემაა – ბრიტანეთის და ირლანდიის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები და მათი ქონება. გაზეთი 24 აპრილს გამოვიდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 30 წლამდე ყველაზე წარმატებული მუსიკოსების რეიტინგის სათავეში 27 წლის მომღერალი ადელი მოხვდა.
ჟურნალისტების გამოთვლით, ვარსკვლავის ქონება ამ მომენტისთვის დაახლოებით 122 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე ადელის შემოსავალმა 50 მილიონ დოლარს მიაღწია. რეიტინგში – ყველაზე მდიდარი ქალი შემსრულებელი კი – ადელმა მეორე ადგილი დაიკავა. მას ირლანდიელმა მომღერალმა ენიამ გაუსწრო. მისი ქონება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება საერთო რეიტინგს, მასში ადელმა მხოლოდ 30-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების სამეული ასე გამოიყურება: მესამე ადგილი – ჯგუფი U2 (719 მილიონი დოლარი), მეორე ადგილი – ენდრიუ ლოიდ-უებერი (1 მილიონზე ოდნავ მეტი), პირველი ადგილი – სერ პოლ მაკარტნი (1,1 მილიარდი დოლარი).
სხვა სიახლეები