ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო და დამაფიქრებელი პოსტს ავრცელებს:
“ადამიანი საკუთარ თავს ცხრა განზომილებაში შეიცნობს:
მე და ღმერთი
მე და სამყარო
მე და სამშობლო
მე და სახელმწიფო
მე და მოყვასი (სხვა ადამიანი)
მე და ჩემი ოჯახი
მე და დრო
მე და საქმე
მე და მე.
ეს არის მრავალსახეობა, რომელიც კაცში ცოცხლობს – განყოფილად და განუყოფლადაც.
იგრძნობ თუ ისწავლი – ჯერ მოგეცემა და შემდეგ მოგეთხოვება.
შენ მდიდარი ხარ, რადგან ცხრავე სახე შენია და სიფრთხილეც გმართებს – ცხრიდან ერთსაც რამე რომ დააკლო, ცხრავეს დაშორდები.”-წერს გია მურღულია.