ყველასთვის გასაგებია, რომ სტრესს ფიზიკური ახსნა აქვს. ყველა ემოციას და განცდას ტკივილისთვის საკუთარი ადგილი აქვს. ამიტომ ტკივილის გამომწვევი მიზეზების მკურნალობა ტკივილის ადგილის მიხედვით არის საჭირო.
თავი – ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ თავის ტკივილი გადატვირთულ დღესთან და სტრესთან არის დაკავშირებული.
კისერი – კისრის ტკივილი ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცა საქციელს საკუთარ თავს არ პატიობთ. უნდა აპატიოთ და სხვას ბოდიში მოუხადოთ – ეს კისრის ტკივილის განკურნების საუკეთესო საშუალებაა.
მხარი – მხრის ან მხრების ტკივილი საკუთარ თავზე აღებულ ბევრ ვალდებულებას ნიშნავს. ალბათ, საჭიროა ამ ვალდებულებების გაზიარება ვინმესთან.
ზურგის ზედა ნაწილი – აქ ტკივილი სიყვარულის ნაკლებობას ნიშნავს. ეს ნაწილი თუ გტკივათ, თქვენ ან არასაკმარის სიყვრულს იღებთ, ან მას სხვა ადამიანს არასაკმარისად უზიარებთ.
ზურგის ქვედა ნაწილი – ამ ადგილას ტკივილი ფინანსურ პრობლემებს ნიშნავს, თუ თქვენ არასაკმარის ხელფასს იღებთ, ან ზედმეტს ხარჯავთ და ეს მოსვენებას არ გაძლევთ, მაშინ ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილს იგრძნობთ.
იდაყვები – იდაყვში ტკივილი შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ თქვენ ზედმეტად უკომოპრომისო ხართ თქვენს გარშემომყოფთა მიმართ. შეეცადეთ უფრო დამთმობი გახდეთ.
ხელები – ხელებში ტკივილი ნიშნავს, რომ თქვენ ურთიერთობის ნაკლებობას განიცდით. დაპატიჟეთ კოლეგები ვახშამზე ან გაიცანით მეზობლები.
თეძოები – ტეძოებში ტკივილი იმას მანიშნებელია, რომ ადამიანს წინ მოძრაობა არ სურს. თუ გინდათ ეს ტკივილი დაძლიოთ, განაახლეთ თქვენი ცხოვრება და ნუ გეშინიათ მომავალში შესვლა.
მუხლები – მუხლებში ტკივილი საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის მაჩვენებელია. შეეცადეთ ეს თვითშეფასება შეცვალოთ.
ფეხის კუნთები – ფეხის კუნთებში ტკივილი ნიშნავს, რომ თქვენ ვინმესი გშურთ, ან ვინმეზე ნაწყენი ხართ. ნუ აგროვებთ წყენას და ნუ გშურთ სხვისი.
ფეხის ტერფები – ეს ტკივილი ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ნეგატივის მოშორება. ისწავლეთ უმნიშვნელო რამეებზე სიხარული და ნეგატიური ემოციების მოშორება.