ადამიანთა ოთხი ტიპი – როგორ გამოვიმუშაოთ ბევრი ფული ინგლისელი მეცნიერების ვერსიით

  ალბათ ნებისმიერი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: „სად მიდის ფული და რატომ არის მუდმივად მისი უკმარისობა?“ თუმცა პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ.

 მაგრამ კითხვაზე: „როგორ გამოვიმუშაოთ არარელურად უზარმაზარი თანხები“?  ჰარვარდის მეცნიერებმა ეტყობა უკვე იპოვეს პასუხი და ის ბანალობამდე მარტივი აღმოჩნდა.

შეკითხვებზე: როგორ გამოვიმუშაოთ ბევრი ფული?

როგორ გამოვიმუშაოთ იმდენი ფული, რომ ის  ძალიან ბევრი იყოს? – ჰარვარდის მეცნიერებმა, შეაგროვეს რა მონაცემები ადამიანების მიერ დროის ფულად გარდაქმნის მეთოდების შესახებ, ყველა მეთოდი  ოთხ ჯგუფად დაყვეს. თითოეული ჯგუფის ადამიანებს მიაკუთვნეს იმ ცოცხალი არსების სახელი, რომელთა ქცევებიც ჰგავდა იმ მეთოდებს, რომელთა მიხედვითაც შოულობენ ამ ჯგუფის ადამიანები ფულს.

მაშ ასე, აი ეს რეიტინგიც: 

 პირველი ჯგუფი ბოლოდან – „თხუნელები“

ბრმა ცხოველები, რომლებიც საკუთარი ცხვირს იქით ვერ იხედებიან, რომლებიც იძულებულნი არიან, იცხოვრონ მიწის ქვეშ და იკვებონ იმით, რაც შეხვდებათ. თუ თხუნელას ამოვიყვანთ და დავსვამთ მიწის ზედაპირზე, ის მაშინვე დაიწყებს მიწის თხრას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს. თუმცა, ამავე დროს, საკუთარი თავის დაცვაც  და ზიანის მოყენებაც შეუძლია…

არანაირი დაგროვებული კაპიტალი.

კრედო – ჭამა, დალევა, ძილი, „დროის მოკვლა“.

გრძელვადიანი მიზნები – არ აქვთ.

ფინანსური მიზნები – არ აქვთ.

ალკოჰოლისტები, ნარკომანები და სხვა „მანები“, პენსიონერები, მხოლოდ სახელმწიფოს კმაყოფაზე მცხოვრები მოქალაქეები, ასევე ე.წ.  იდეური მებრძოლები, რომლებსაც თითქოსდა „სამართლიანობისთვის ბრძოლა“ ერთგვარ პროფესიად აქვთ ქცეული. ნებისმიერი სასჯელღასრულების დაწესებულების ბინადართა აბსოლუტური უმრავლესობაც ამ ჯგუფს მიეკუთვნება

 ფინანსები ამ ადამიანებისთვის არის შემთხვევითი გამომუშავება, ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ შიმშილისგან არ მოკვდეს. ფინანსებთან დამოკიდებულებაში – სრული უსუსურობა. ფინანსური შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულებაში – სრული სიბეცე.

 „თხუნელები“ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 27% -ს შეადგენენ.

  მეორე ჯგუფი – „ქათმები“

 „ქათმის ჭკუა“ და „ქათმის სიბრმავე“ უკვე დიდი ხანია შესულია სხვადასხვა ეროვნების ხალხთა თქმულებებში.

ამ ჯგუფის ადამიანების მიერ დაგროვებული კაპიტალის ოდენობა შეადგენს მსოფლიოს მთლიანი კაპიტალის დაახლოებით 5%–ს.

კრედო – ნაკლები ფიქრი, მუშაობა  იქ, სადაც ნაკლები პასუხისმგებლობაა, მალე პენისაზე გასვლა და ბოლოს და ბოლოს უზრუნველად ცხოვრება. ყოველთვის ასრულებენ სხვების ნებას. რისთვის მუშაობენ, არ იციან.

ფინანსური მიზნები – გადაიხადონ გადასახადები.

ესენი არიან სახელმწიფო ან/და კორპორატიული სისტემის მუშაკები, რომლებიც აკეთებენ მხოლოდ იმას, რასაც ხელმძღვანელი დაავალებს. ისინი გულდასმით მუშაობენ და ამავე დროს ეშინიათ, დაისახონ რაიმე გრძელვადიანი მიზნები. ცხოვრობენ სხვისი ჭკუით და ცხოვრებას უდგებიან საზომით: „რას იტყვის ხალხი?“

ფინანსები ამ ადამიანებისთვის არის ხელფასი სამსახურში გატარებული დროისთვის და მცირე ბონუსები „კარგი მუშაობისთვის“, ანუ სისტემის წესების მორჩილებისთვის.

ყურადღება! ასეთი ქათმები წარმოადგენენ მოსახლეობის 60%-ს მსოფლიოში.

27% „თხუნელები“ პლუს 60% „ქათმები“, ეს დაახლოებით მოსახლეობის 87% -ია. და მათ მსოფლიო კაპიტალის მხოლოდ 5% აქვთ.

 მესამე ჯგუფი – „მაიმუნები“

 ამ ჯგუფში შედიან ისინი, რომლებიც აღწევენ დიდ სიმაღლეებს. მაგრამ რატომ „მაიმუნები“?

მაიმუნები გვხვდება სხვადასხვაგვარი – ლემურები, მაკაკები, ბაბუინები… და ისინი, რომლებსაც ეძახიან ადამიანისმაგვარებს. მათ თითქოსდა, ყველაფერი რიგზე აქვთ: ჭკუა, მოქნილობა, სწრაფად სწავლობენ, მაგრამ მაინც რაღაც აკლიათ… ისინი მხოლოდ სწრაფად და პროფესიონალურად ახდენენ საუკეთესოების კოპირებას.

 მათ განკარგულებაშია მსოფლიოს კაპიტალის 15%.

კრედო –  „გახდი პირველი“. ეს ადამიანები დეტალურად ახდენენ თავიანთი ფინანსური, კარიერული და სხვა ცხოვრებისეული გეგმების გაწერას. მიზანდასახულად ახორციელებენ არჩეულ სტრატეგიას.

პოლიტიკის, სპორტის, ესტრადის ვარსკვლავები, წამყვანი კორპორაციების ტოპმენეჯერები, ისინი რომლებიც აღწევენ კარიერულ მწვერვალებს ხანგრძლივი, მიზანდასახული, ხშირ შემთხვევაში მძიმე შრომის ფასად და შემდეგ ტკბებიან „დამსახურებული“ სახელით და პატივით. ამ ადამიანებისთვის წარმატება არის მრავალი წლის განმავლობაში უმძიმესი შრომით რეალიზებული წინასწარ დაგეგმილი ქმედებების ჯაჭვი.

 ამ ადამიანების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია.

 მაშ ასე, დედამიწის მოსახლეობის 97% ფლობს მსოფლიოს კაპიტალის მხოლოდ 20%–ს. სად არის დანარჩენი 80%?

 მეოთხე ჯგუფი – „კატები“

 ისინი წარმოადგენენ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 3%–ს, მაგრამ ფლობენ მსოფლიო კაპიტალის 80%–ს!

ეს სახელი შერჩეულ იქნა კიპლინგისეული კატის მიხედვით, რომელიც „დასეირნობს თავისთვის“.

 ადამიანები – „კატები“ აკეთებენ იმას, რაც მათ მოსწონთ, რაც მათ  საჭიროდ მიაჩნიათ და ამაში იღებენ უზარმაზარ, დაუჯერებელ, უბრალოდ არალეალურ თანხებს! ეს ის ხალხია, ვისაც უწოდებენ „რუხ კარდინალებს“. მათ არ უყვართ თავის გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ლოკომოტივი, ისე ექაჩებიან მთელ კაცობრიობას,  ქმნიან ისტორიას. ეს ადამიანები ცხოვრობენ თავისთვის და არ ცდილობენ, ვინმეს რამე დაუმტკიცონ.

 მათი კრედოა – „წესები მოგონილია სულელებისთვის!“

 ცხოვრებისეული მიზნები – შექმნან თამაშის საკუთარი წესები და შემდეგ იცხოვრონ ამ წესებით ისე, როგორც თავად სურთ და არა ისე, როგორც ვიღაცას უნდა.

 ფინანსური მიზნები – მიიღონ ფული ნებისმიერი საქმისგან! და რაც შეიძლება მეტი! და უკეთესია – სხვისი ხელებით!

 „რა უსამართლობაა! ექსპლუატატორები!“ – წამოიძახებენ აღშფოთებით „თხუნელები“ და „ქათმები“.

 „როგორ ახერხებენ ამას?“ – დაიწყებენ თავის მტვრევას „მაიმუნები“.

 მაგრამ ამ ნორმალურ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ყველაზე მძიმე შრომა არის – იყო ის, ვინც ხარ, ნებისმიერ პირობებში. და ეს შრომა შესაბამისადაც ანაზღაურდება!

 კატებმა იციან, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მალე იქნება კოპირებული, გადაკეთებული, გაუარესებული, მაგრამ მაინც აკეთებენ.

 ამ ადამიანებს აქვთ საოცარი უნარი, შეიგრძნონ არარეალიზებული შესაძლებლობები. ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები თვლიან შეუძლებლად, ფანტაზიად, უსარგებლოდ ან/და სისულელედ, ეს ადამიანები თავიანთი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წყალობით აქცევენ ოქროდ!

 მაგალითად: უმუშევარმა მდივანმა დაწერა რომანი ჯადოქარ ბიჭზე, იმის მაგივრად, რომ მოეძებნა ნორმალური სამუშაო. აი კატა, რომელიც თავისთვის დასეირნობდა. აი ჯოან როულინგი – მსოფლიოში პირველი მწერალი, რომლის ჰონორარმაც გადააჭარბა მილიარდ დოლარს. და ეს ჩვენს დროში, როცა ყველა წიგნის ჩამოქაჩვა ინტერნეტიდან  ერთი დაწკაპუნებით არის შესაძლებელი. მას ეს უბრალოდ არ ანაღვლებდა. ის აკეთებდა იმას, რაც მოსწონდა, წერდა.

 ყოველი კატა – კაშკაშა ინდივიდია. არ არსებობს მსოფლიოში მეორე ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი, სტივ ჯობსი და ა.შ.

 ამ ადამიანების მთელი ცხოვრება არის დღესასწაული, საყვარელი საქმის კეთებისგან მიღებული უდიდესი სიამოვნება.

 მათ ცხოვრებაში ყველაფერი არის „არა ისე, როგორც ადამიანებში“. ისინი დგანან ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი მწვერვალი. ისინი ფაქტობრივად ღმერთები არიან ადამიანებს შორის.

 მათ ვერ იტანენ ღარიბ–ღატაკები და ე.წ. საშუალო ფენის წარმომადგენლები („თხუნელები“ და „ქათმები“), „მაიმუნები“ ცდილობენ მათ მიბაძონ, ისინი კი უბრალოდ ცხოვრობენ, უკან არ იყურებიან, არავის არ უსმენენ გარდა საკუთარი თავისა, გარდა საკუთარი შინაგანი ხმისა. და სწორედ ეს შინაგანი ხმა აძლევს მათ საშუალებას, იყვნენ საჭირო დროს საჭირო ადგილას.

 ამ ადამინებისთვის ფინანსები არის პასიური შემოსავალი, რომელიც მოაქვს მათ მიერ შექმნილ აქტივებს.

 ასეთი ადამიანები მოსახლეობის მხოლოდ 3%–ია, მარამ სწორედ მათ ხარჯზე იკვებება დანარჩენი 97%.

 მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა.

ახლა კი პასუხები სტატიის თავში დასმულ კითხვებზე:

თუ თქვენ გსურთ, გამოიმუშაოთ ბევრი ფული, მაშინ მუდმივად უნდა ეძებოთ საუკეთესო თქვენს ნიშაში და მოახდინოთ კოპირება, მოდელირება, ოპტიმიზება და კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ხოლო თუ თქვენ გინდათ გამოიმუშაოთ უზარმაზარი, უბრალოდ ფანტასტიკური თანხები, მაშინ პირიქით – მიაფურთხეთ ე.წ. „წარმატების სტანდარტებს“ და დაიწყეთ ბოლოს და ბოლოს იმ საქმის კეთება რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ხოლო თუ თქვენ ჯერ კიდევ ცხოვრების უსამართლობაზე წუწუნებთ, გაიხსენეთ ჰარვარდის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულის ციტატა:

„ის, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს, ვერასდროს ვერ გამოიმუშავებს ფულს“ (დევიდ როკფელერი).

 

კომენტარები

სხვა სიახლეები