„როდესაც ადამიანებს შორის საერთო არ არის, ასეთი ადამიანი უნდა გაუშვა“

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ადამიანური ურთიერთობების შესახებ სტატუსს აქვეყნებს. მომღერლის განცხადებით, მიუხედავად შეჩვევისა, როდესაც ადამიანებს შორის საერთო არ არის, მათ ერთმანეთი უნდა გაუშვან.
„როდესაც ადამიანებს შორის  საერთო არ არის, გარდა რაღაცა ფილმის ყურებისა… საერთო არ არის საუბარში, გარდა პრობლემებისა, საერთო არ არის არაფერში და შენ საერთოდ სხვაგან ხარ, ის კი საერთოდ სხვაგან არის, შენი ინტერესები მისთვის უინტერესოა და ა.შ……………. ასეთი ადამიანი უნდა გაუშვა, გინდა ახლობელი, გინდა მეგობარი, გინდა მეორე ნახევარი… ისევ იმიტომ, რომ შენ ნახავ ადამიანს, რომელიც შენს ნათქვამ წინადადებას უცებ ის დააბოლოებს, ვინც გაუშვი, ის ადამიანიც ანალოგიურად იპოვის ეგეთ ადამიანს და იქნება ყველაფერი კარგად.
P.S. ასეთი კითხვა ბევრს დაებადება: რა ვქნა, რომ შევეჩვიე და ვერ ვუშვებ? მაგაზე არის პასუხი: თუ გიყვარს შენი თავი და ის ადამიანი და ხედავ, რომ შეუთავსებლობამ ორივეს გავნოთ და ასე გრძელდება…. მაგას ჯობია, როგორმე გადაეჩვიო და ცოტა იწვალო, ვიდრე სულ იწვალო იმის ფიქრით, რომ შენი არ ესმის და ვერ გიგებს…“ – წერს ნუკა კვალიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები