ვერძი
პირად ცხოვრებაში აგვისტო ვერძისთვის რთული პერიოდი იქნება. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესამჩნევად შემცირდება, რაც აისახება რჩეულთან ფიზიკურ სიახლოვეზე. თუ მზად ხართ ერთი-ორი კვირით დაშორდეთ მეუღლეს, გააკეთეთ ეს ამ თვეში. დარჩით წყნარ და მშვიდ გარემოში.
კურო
როგორც იქნა, აგვისტოში გაიცნობთ საინტერესო ადამიანს. შესაძლოა ეს შეხვედრა თქვენთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
ტყუპი
ყველაზე მყარ სიყვარულსაც კი სჭირდება ტრანსფორმაცია და ყურადღებიანი დამოკიდებულება. ამას აშკარად იგრძნობენ ტყუპები ამა წლის აგვისტოში, რაც მათ აქტიური ქმედებებისკენ უბიძგებთ.
კირჩხიბი
კირჩხიბი აგვისტოს თვეში ისეთი კომუნიკაბელური და სიცოცხლით სავსე იქნება, რომ არა მხოლოდ გარშემომყოფებს გააკვირვებს, არამედ თავის თავსაც! ამ თვეში ის ძალიან მიმზიდველი და სენტიმენტალური იქნება. ყველა ეს თვისება მოგცემთ საშუალებას გაიცნოთ ახალი რჩეული, რომელიც პირველივე შეხვედრიდან მოგხიბლავთ.
ლომი
პირად ცხოვრებაში ლომებს ცვლილებები ელოდებათ. თქვენ მუდმივად დაძაბული იქნებით, რაც ჩხუბსა და უსიამოვნებებს გამოიწვევს. დაიოკეთ ცეცხლი და მოუხმეთ გონების ხმას.
ქალწული
ქალწული აგვისტოს გაიხსენებს, როგორც ყველაზე შესანიშნავ თვეს სიყვარულის მხრიდან. თქვენ აინთებით პარტნიორის მიმართ ვნებითა და სინაზით, რაც უფრო მეტად გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. საყვარელი ადამიანი მხარში ამოუდგება ქალწულს ყველაფერში, რაც ეხება კარიერასა და ახალ გატაცებებს.
სასწორი
სასიყვარულო ჰოროსკოპი პირად ცხოვრებაში უამრავ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებთ. პაემანი, ვნება, შეხვედრები და აღიარება… აგვისტო თქვენთვის იდეალური აღმოჩნდება.
მორიელი
აგვისტოში მორიელებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი რჩეულისგან. თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით საყვარელი ადამიანის გულწრფელ გრძნობებში. ეცადეთ თავადაც გაუკეთოთ რაღაც ორიგინალური. აგვისტოში, როგორც იქნა, გექნებათ შესაძლებლობა დაისვენოთ და გაერთოთ, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი აგვისტოში ძალიან ბედნიერი იქნება. თაყვანისმცემლების გარეშე ნამდვილად არ დარჩებით. მაგრამ სულიერი ღელვისა და გაწბილების გარეშეც აგვისტო არ ჩაივლის. მსუბუქი რომანი ისევე მალე გაივლის, როგორც დაიწყო. აგვისტოში შეიძლება ანდერძით მიიღოთ სახლი, ბინა ან მანქანა, რაც ძალიან გაგახარებთ.
თხის რქა
აგვისტოში იღბალი თქვენ მხარეს იქნება. თხის რქა სხვაგვარად შეხედავს ურთიერთობებს საყვარელ ადამიანთან. შესაძლებელია, რომ აგვისტოში მოგინდეთ მძაფრი შეგრძნებები ან, პირიქით, შესთავაზებთ საყვარელ ადამიანს ცოტა ხნით დაშორებას. მიყევით შინაგან ხმას და არ აყვეთ წამიერ ემოციებს.
მერწყული
ამ თვეში მთავარია მერწყულები არ აღმოჩნდნენ ილუზიების ტყვეობაში და ყველაფერი ისე მიიღონ, როგორც არის. უნდა იცხოვროთ გონებით და არა ემოციებით. აგვისტოში თქვენ სასიამოვნო მომენტები გელოდებათ, რომლებიც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ.
თევზები
აგვისტოში მხიარულნი და ორიგინალურები იქნებით. შესაძლებელია საბედისწერო შეხვედრა შედგეს. იმისათვის, რომ არ გაწბილდეთ ახალ რჩეულში, თევზებმა, როგორც სჩვევიათ, იდეალურად არ უნდა აღიქვათ ურთიერთობები.
წყარო:http://www.pomada.ge