აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვპირდება ზაფხულის ბოლო თვე?

ასტროლოგების პროგნოზით, ზაფხულის ბოლო თვე არაერთ სიურპრიზს მოიტანს და ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება. 12 აგვისტოს ვენერა ტყუპის თანავარსკვლავედში შევა – ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, პირად ცხოვრებაზე მოახდენს ზეგავლენას. განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ პარტნიორის ღალატს.

18 აგვისტოს კი პლანეტა ვენერას ზემოქმედება შეწყდება მერკურის მზესთან შეერთების შედეგად. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება ახალი წამოწყებებისთვის: აზროვნების პროცესი გაუმჯობესდება, ხოლო იდეები ერთიმეორის მიყოლებით დაიბადება. ნახეთ, რას უმზადებენ ვარსკვლავები აგვისტოში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

ვერძი

ზაფხულის ბოლო თვეს ვერძები ისე შეუპოვრები იქნებიან, როოგრც არასდროს. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებენ შინაგანი დაღლისა და წინააღმდეგობების მიუხედავად. და მაინც – ასტროლოგები მათ ურჩევენ, აგვისტოს მეორე ნახევარში ცოტა შეანელონ ტემპი და საკუთარ თავს მოუსმინონ, რათა დარწმუნდნენ, რომ არჩეული გზა სწორია.

კურო

აგვისტოს პროგნოზი კუროებისთვისაც სასიკეთოა. მიწის სტიქიის წარმომადგენლები ბოლოს და ბოლოს შეძლებენ ჰარმონიის მიღწევას და დაწყებულ საქმეებს ერთმანეთის მიყოლებით დაასრულებენ. დაუთმეთ რაც შეიძლება მეტი დრო მეგობრებს – მათი მხარდაჭერა ძალას და საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ.

ტყუპი

აი ტყუპებისთვის კი ზაფხულის ბოლო თვეში სერიოზული პრობლემები დაიწყება პარტნიორთან ურთიერთობაში. ბზარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გაჩნდა და აგვისტოში მოგიწევთ ურთიერთობების გამოსწორებისთვის მუშაობა. მთავარია ნდობა და ერთმანეთის მიმართ გრძნობა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია – სწორედ ეს გაიხადეთ თქვენი პარტნიორობის ორიენტირად.

კირჩხიბი

აგვისტო კირჩხიბებისთვის მარტივად არ ჩაივლის: ემოციებთან გამკლავება უფრო რთული იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ, ხოლო საკუთარი თავის გაკონტროლებას, პრაქტიკულად, ვერც შეძლებთ. თვითდისციპლინა და ახალი ადამიანები, რომლებიც თვის მეორე ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნის ცხოვრებაში გამოჩნდებიან, სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებიან.

ლომი

ლომებს ვარსკვლავები უზრუნველ, ახალი აღმოჩენებით სავსე თვეს ჰპირდებიან. სიყვარული, ურთიერთგაგება და მხიარულება იქნება აგვისტოში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელთა მეგზური. ასტროლოგები გირჩევენ, დატკბეთ ამ პერიოდით და არ დაჩრდილოთ ნეგატიური აზრებით.

ქალწული

ქალწულებისთვის ეს დრო გარდამტეხი აღმოჩნდება: მათთვის აგვისტოში დაუღალავი შრომის შედეგების მომკის დრო დადგება როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ამასთან, 10 რიცხვის შემდეგ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის გაჩნდება შანსი, მკვეთრად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება: ვარსკვლავები მათ წარმატებას ჰპირდებიან ფინანსურ სფეროში.

სასწორი

სასწორები, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი პირადი ცხოვრების მოწესრიგებას შეძლებენ. და თუ აქამდე საკუთარ სურვილებში გარკვევას ვერ ახერხებდნენ, აგვისტოში ვარსკვლავები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასეთ შესაძლებლობას მისცემენ. მთავარია ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა.

მორიელი

მორიელები აგვისტოში ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავლენ. წარსულთან განშორება მტკივნეული მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს აუცილებელია, სხვაგვარად წინ ვერ წახვალთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები არაერთ ახალ ნაცნობობას და სამუშაოზე ცვლილებებს ჰპირდებიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს, აგვისტოს ჰოროსკოპის თანახმად, ბევრი წვრილმანი პრობლემის მოგვარება მოუწევთ, რომლებიც მოულოდნელად დატყდებათ თავს. ასტროლოგები გირჩევენ, მოთმინებით აღიჭურვოთ და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ – საბოლოოდ ყველაფერი მშვენივრად მოგვარდება და მოთმინებისთვის სათანადოდ დაჯილდოვდებით.

თხის რქა

თავშეკავებულ თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ, ახალი ურთიერთობებისთვის გაიხსნან და პარტნიორს თავიანთი გრძნობები გაუმხილონ. მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის მოვიდა დრო, აჩვენონ, როგორ შეუძლიათ სხვებზე ზრუნვა, თორემ ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი სიცივე სერიოზულ რისკს წარმოშობს იმისა, რომ ყველაფერი დაინგრევა.

მერწყული

მერწყულებს აგვისტოში ისეთი განცდა ექნებათ, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა განწყობილი. ამის გამო ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დიდი რისკი არსებობს, რომ არა მარტო მეგობრებთან მოუვათ კონფლიქტი, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებთანაც. ასტროლოგები მათ ურჩევენ, უკუაგდონ ეჭვები და, უბრალოდ, ენდონ ახლობელ ადამიანებს.

თევზები

სასიყვარულო ჰოროსკოპი თევზებს ნამდვილ რომანტიკულ თავგადასავალს ჰპირდება ზაფხულის ბოლო თვეში. ყურადღებით დააკვირდით მათ, ვისაც დიდი ხანია იცნობთ: შესაძლოა სწორედ ამ ადამიანთან ერთად ყოფნა გიწერიათ, მაგრამ აქამდე მის ღირსებებს ვერ ამჩნევდით. თევზებს ფინანსებშიც გაუმართლებთ და ამაში პოზიტიური აზროვნება დაეხმარებათ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები