ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში დაახლოებით 56 მილიონი აბორტი კეთდება. განვითარებულ ქვეყნებში კი მათი რაოდენობა ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა, – ამტკიცებს ჟურნალ Lancet-ის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევა.
თუ 1990 წელს მდიდარ ქვეყნებში 1000 ქალზე 46 აბორტი მოდიოდა, 2014 წელს ეს რიცხვი 27 აბორტამდე შემცირდა. მეცნიერების მოსაზრებით, აბორტების რიცხვის შემცირება, უმეტესწილად, კონტრაცეფციის საშუალებების ხელმისაწვდომობის წყალობით მოხდა. ამ დროს განვითარებად ქვეყნებში აბორტების რიცხვი იმავე დონეზე რჩება – დაახლოებით 37 აბორტი – 1000 ქალზე.
გარდა ამისა, სტატისტიკიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ აბორტების კრიმინალიზაცია მათ რაოდენობაზე თითქმის არანაირად არ მოქმედებს, რადგან ქალებს, რომლებსაც სურთ ფეხმძიმობის შეწყვეტა, პროცედურის არაკანონიერება არ აჩერებთ. აბორტების სტატისტიკის პირველი გლობალური კვლევა დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის და აშშ-ს რამდენიმე ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა. მეცნიერების კვლევით გაირკვა, რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხე ფეხმძიმობა აბორტით სრულდება. აბორტების ერთი მეოთხედი გათხოვილი ქალების მიერ კეთდება. აღსანიშნავია, რომ განვითარებად ქვეყნებში 225 მილიონ ქალს კონტრაცეპტივებთან წვდომა საერთოდ არ აქვთ.
Next Post
სხვა სიახლეები