აბასთუმნის ფილტვის ცენტრს კიდევ ორი ბიზნესმენი სურსათით და პირადი ჰიგიენის ნივთებით დაეხმარა

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრს სურსათით მამა-შვილი, ოთარ და დემეტრე თათეშვილები, დღეს დაეხმარნენ. ადგილზე ასობით პირადი მოხმარების ნივთი და საკვები საშუალებები მიიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გიგა ბოლქვაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

“მინდა ჩვენი რეგიონის ორი თვალსაჩინო მამა-შვილ ბიზნესმენზე დავწერო! შ.პ.ს არალი-ს მფლობელი ბატონო ოთარი თათეშვილზე და დემეტრე თათეშვილზე! მუდამ იქ არიან სადაც არის ჩვენი ხალხი და ქვეყანა, მუდამ იქ არიან სადაც სჭირდება ჩვენს ხალხს, და ჩვენს ქვეყანას! მოგეხსენებათ თუ რა მდგომარეობა შექმნილი კორონავირუსისაგან დღეს ქვეყანაში! ამიტომ შ.პ.ს არალის მფლობელებმა, ბატონმა ოთარ თათეშვილმა და დემეტრე თათეშვილმა, გადაწყვიტეს გვერდში დაუდგენ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას! დღეს ასობით პირადი მოხმარების, ჭურჭელი და ათასი სხვაგვარი პროდუქტი შეიძინეს და გადასცეს, აბასთუმნის ტუბ-დისპანსერს! მუდამ ცდილობენ დაუდგნენ გვერდში ჩვენს ქვეყანას! მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ იმ ადამიანებს ყოფაცხოვრება რომლებიც,კარანტინში იმყოფებიან აბასთუმნის ტუბ-დისპანსერში! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მართლაც ჩვენი რეგიონის თვალსაჩინო ბისნესმენებს მამა-შვილს ბატონ ოთარის და დემეტრე თათეშვილებს, რომლებიც მუდამ ცდილობენ ცოტაოდენი მდგომარეობა შეუმსუბუქოს ჩვენ ხალხს და ქვეყანას! დიდი მადლობა მართლაც საამაყო მამა-შვილს უფალი გფარავდეთ და მადლობა ამ სიკეთისთვის რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის!”,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები