“აახვიეთ ახლა სახლში” – მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასე დაემშვიდობა საზოგადოებას მადლობას უხდის
თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებლის, ნონა ყაჯრიშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ის მოსწავლეებს ემშვიდობება, სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამისთვის ის საზოგადოებას მადლობას უხდის და მოხარულია, რომ სოცქსელის მომხმარებელი იუმორით შეხვდა აღნიშნულ ვიდეოს.
“დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, მოსწავლეებო, მშობლებო, ნაცნობებო, უცნობებო და სრულიად სოც. საზოგადოებავ! მიხარია რომ ეს ჩემი და ჩემი ბავშვების სახუმარო ვიდეო იუმორით მიიღეთ და ამდენი თბილი და დადებითი შეფასებებიც დავიმსახურეთ! უარყოფით შეფასებებს საერთოდ არც ველოდი… უყვარხართ თქვენს თიჩერიკოს გულში!” – წერს მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ 106-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, ნონა ყაჯრიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით – “ბედნიერი ზაფხული”, სადაც ის მოსწავლეებს ამ სიტყვებით ემშვიდობება – “აახვიეთ ბავშვებო”.