​”ყოველთვის ვერ ვახერხებთ ფულს იმაში გვიხდიდნენ, რისი კეთებაც გვსიამოვნებს”- რჩევები ფსიქოლოგისგან

117
SHARE

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი გვირჩევს, თუ როგორ მოვძებნოთ სასურველი სამსახური,  თან ისეთი, სადაც საყვარელი საქმის კეთება მოგვიწევს. მუზაშვილი საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს:

“…თუ თქვენ ისე ელოდებით სამუშაო კვირის დასრულებას, როგორც პატიმარი განთავისუფლებას, თუ თქვენთვის შაბათი ყველაზე დიდი დღეა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურში არ წახვალთ…
ეს სამსახური თქვენთვის არ არის….
კი, მესმის, რომ ყოველთვის ვერ ვახერხებთ ფულს იმაში გვიხდიდნენ, რისი კეთებაც გვსიამოვნებს, თუმცა ნამდვილად არ მესმის რატომ ჰქვია ამ “საძულველ საქმიანობას” კარგი სამსახური?
გამოსავალი არსებობს, ოღონდ მას უნდა მოძებნა და განხორციელება:

1.დაარქვით მოვლენებს თავისი სახელი;
2.ჩამოყალიბდით სინამდვილეში რა გინდათ რომ აკეთოთ;
3.დასახეთ სამოქმედო გეგმა გაწერილი დროში;
4.დაიწყეთ ქმედება;

არის თუ არა ეს გარანტია იმისა, რომ სასურველ სამსახურს იშოვით?
არა! ეს მხოლოდ შანსია – გარანტია კი მხოლოდ თქვენი თავმოყვარეობა, ნებისყოფა და მიზანდასახულობა შეიძლება იყოს”,- წერს სოციალურ ქსელში ხათუნა მუზაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი