“ჰუდი” წარწერით – “ამ ცხოვრების დედაც” – ტრაგედიის ბრენდირება თუ სოლიდარობა

468
SHARE

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია ონლაინმაღაზია “პალმას” მიერ დამზადებული “ჰუდი” წარწერით – “ამ ცხოვრების დედაც”. აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და ტრაგედიის ბრენდირებად შეფასდა.

გვერდმა ფოტო “ფეისბუქიდან” მალევე აიღო. “კვირა” “პალმას” დაუკავშირდა და როგორც თავად აცხადებენ, “ჰუდი” სოლიდარობის მიზნით დაამზადეს, თუმცა გაყიდვაში არაა.

“ეს “ჰუდები” დავამზადეთ სოლიდარობის მიზნით და ხალხმა ცუდად გაიგო. “ჰუდი” წარწერით “ამ ცხოვრების დედაც” არ არის გაყიდვაში, მაგრამ თუ მომხმარებელს სურვილი ექნება დავუმზადებთ. ჩვენ ვიღებთ ნებისმიერ შეკვეთას მომხმარებლის სურვილის მიხედვით. საშინელი აგრესია მივიღეთ ხალხისგან და საშინელ დღეში ვართ, თუმცა ჩვენ ამ მიზნით არ დაგვიმზადებია. ამიტომაც ფოტო ავიღეთ და გაყიდვაში არ არის,” – აცხადებენ “პალმაში”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის ლუკა სირაძე სიცოცხლე თვითმკვლელობით, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემისა პოლიციის ზეწოლის გამო დაასრულა. გამოძიება მოზარდს “მწვანე სკოლის” კედელზე წარწერის – “ამ ცხოვრების დედაც” გაკეთებას ედავებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი