ჰოლი ბერი ქმარს შორდება (ფოტოკოლაჟი)

218
SHARE

„ოსკაროსანმა“ ჰალი ბერიმ და მისმა მეუღლემ – ფრანგმა მსახიობმა ოლივიე მარტინესმა განქორწინების შესახებ განაცხადეს.

ჟურნალ TATLER-ის ინფორმაციით, წყვილმა გაყრის შესახებ განცხადება ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასამართლოს უკვე გადაუგზავნა. გაყრის მიზეზად დოკუმენტში განმარტებულია – „აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული შეხედულებები“.

153177087SV00024_Variety_s_

მიუხედავად ამისა, წყვილმა დაცილება მშვიდობიანი გზით გადაწყვიტა. ქორწინების ხელშეკრულების თანახმად, ცოლ-ქმარი საერთო ქონებას შუაზე გაიყოფს, მათი შვილი კი – მასეო რობერტა მარტინესი (რომელიც 2013 წლის ოქტომბერში დაიბადა), ორივე მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გაიზრდება, თუმცა, ის დედასთან ერთად იცხოვრებს.

49 წლის ჰოლისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა, რომელიც კრახით დასრულდა. მსახიობის პირველი ქმარი ბეისბოლისტი დევიდ ჯასტისი იყო, მეორე კი – მუსიკოსი ერიკ ბენე. თუ ჩავთვლით მის სამოქალაქო მეუღლეს გებრიელ ობრის, მაშინ ის ოთხგზის გათხოვილიც კი გამოდის. სხვათა შორის, მასთან ურთიერთობას ჰოლი ბერიმ საბოლოო წერტილი ვერაფრით დაუსვა. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც სკანდალების ფონზე ვერ იყოფენ საკუთარ ქალიშვილს არიელსა და ასევე ალიმენტებს. 2014 წლის ივლისიდან, ჰოლი ბერი ალიმენტის სახით ყოველთვიურად 16 000 დოლარს იხდის.

660x482_Quality100_8a577e830a6f77f7163ab85349fd12b4 660x509_Quality100_f96c8697926d3d59c07d98ff8a6e7089 660x691_Quality100_17d5615903bbc7f1faafb1e82b22893d Halle Berry for '5th Avenue by Halle Berry' (Spring 2012) Ad Cam Exclusive - Halle Berry & Boyfriend Olivier Martinez Enjoy Quality Time With Nahla 660x757_Quality100_0c1df654c9dfb79c09d290f6ce625736 660x759_Quality100_093e5755de75b463b1e2cbd98e9032be 660x785_Quality100_bd81ccf83790f6feb75680b2f69717b1

FB კომენტარები

კომენტარი