ჰოლივუდის ვარსკვლავი და ომისგან დაჩაგრული ბავშვები – ორლანდო ბლუმი ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

66
SHARE

ბრიტანელი  მსახიობი და UNICEF-ის მშვიდობის ელჩი ორლანდო ბლუმი, მაკედონიის ქალაქ გევგელიასთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრა და დევნილი ბავშვები მოინახულა. ბანაკი საბერძნეთის საზღვართან მდებარეობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩმა გუშინ ის დევნილი ბავშვები მოინახულა, რომლებიც სერიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან კონფლიქტს გამოექცნენ. მსახიობს ბავშვებმა საკუთარი ისტორიების და სამომავლო იმედების შესახებ მოუყვნენ.

„ამ ბავშვებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილოდ საშიში მარშუტი გამოიარეს. მე ვესაუბრე ბავშვებს, რომლებმაც ომის საშინელება გამოიარეს, შემდეგ კი ლტოლვილთა საშიში მარშუტები გადაკვეთეს. ხშირ შემთხვევაში მათ გადაადგილება ექსტრემალურ სიტუაციებში უწევდათ. ბევრ მათგანს არც ტანსაცმელი ჰქონდა, არც ფეხსაცმელი და არც საკვები. ამის მიუხედავად, მათ უსასრულო გზა გამოიარეს, რათა თავი ომის გამანადგურებელი შედეგებისგან დაეცვათ,“ – განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.

17 წლის სირიელმა ბიჭმა ტარეკმა, მსახიობს პირადი ისტორია მოუყვა, თუ როგორ დაატერორეს გზაში, როდესაც ის თურქეთიდან საბერძნეთისკენ გადაადგილდებოდა. მან ასევე უამბო მშვიდობის ელჩს იმის შესახებ, თუ რა მტივნეული იყო მისთვის დამასკოში საკუთარ ოჯახთან და სახლთან განშორება. როგორც სხვა ბევრ შემთხვევებში ხდება ხოლმე, სირიელი ბიჭი ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა, რომელთა 10 წლის გოგონაც მან სიკვდილს გადაარჩინა.

ორლანდო ბლუმის განცხადებით, პატარა ბავშვები მრავალი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის შედეგად, ერთი პუნქტიდან მეორეში  გადაადგილდებიან ისე, რომ არც იციან, წინ თუ რა საშიშროება ელით მათ.

ამჟამად ქალაქ გევგელიის სიახლოვეს მდებარე საზღვართან, აღარ აღინიშნება ისეთივე ქაოსი, როგორიც ეს იქ ადრე იყო. UNICEF-ის ინფორმაციით, ივლისის დასასრულს იქ დაახლოებით 100 ათასი დევნილი იყო დარეგისტრირებული. მათგან უმრავლესობამ, მათ შორის ბავშვებმაც, დღემდე ვერ მოახერხეს რეგისტრაციის გავლა და მათ არ შეუძლიათ როგორც საჭირო მომსახურების მიღება, ისე ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა.

ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან დევნილთათვის, მაკედონია ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს, საიდანაც შემდეგ ისინი ბალკანეთის ქვეყნებსა თუ,  დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში გადადიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკედონიის პარლამენტმა  საგანგებო მდგომარეობა ლტოლვილთათვის, 2016 წლის 15 ივნისამდე გადაწია. ქვეყნის ჯარს ამ პერიოდამდე ევალება საზღვრების გაძლიერებული კონტროლიც.

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, 24 საათის განმავლობაში მაკედონიის სამხრეთი საზაღვარი დაახლოებით, 8,5 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა. 2 სექტემბრის მონაცემებით, ყოველდღიურად 3 ათასი დევნილი კვეთავს მაკედონიის საზღვარს. მათგან ყოველი მესამედან, თითო ქალი და თითო ბავშვია.

2CE5ECFC00000578-3253635-image-m-32_1443540672369 2CE5F11500000578-3253635-image-a-27_1443540634073 2CE7F46F00000578-3253635-image-a-27_1443548537438 2CE7F47500000578-3253635-image-a-26_1443548532184 2CE615B400000578-3253635-image-a-20_1443540547327 2CE615BA00000578-3253635-image-a-24_1443540608031 2CE621CF00000578-3253635-image-a-21_1443540552452 2CE622D700000578-3253635-image-a-33_1443540677778 2CE648EF00000578-3253635-image-a-22_1443540592510 2CE663FA00000578-3253635-image-a-26_1443540622269 2CE682E500000578-3253635-image-a-28_1443548539783 2CE6259C00000578-3253635-image-a-28_1443540640767 2CE6282E00000578-3253635-image-a-23_1443540600428 2CE6296E00000578-3253635-image-a-19_1443540538655 2CE6109300000578-3253635-image-a-25_1443540616718 2CE6163900000578-3253635-image-a-18_1443540533594

FB კომენტარები

კომენტარი