ჰიჯაბიანი ქალების ჩხუბი კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)

560
SHARE

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ერთ-ერთმა მძღოლმა ქალების ჩხუბი გადაიღო.
ინციდენტი გადატვირთული გზის გასწვრივ, ტროტუარზე მომხდა.
მასში ჰიჯაბში გამოწყობილი ხუთი ქალი მონაწილეობდა. ჩხუბის მონაწილეები იმდენად ბობოქრობდნენ, რომ ვერც ერთმა მძღოლმა ვერ გაბედა ჩარევა და ქალების დაშოშმინება.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთ მოჩხუბარ ქალს ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, მაგრამ მაინც აგრძელებს გაწევ-გამოწევას. ქალი ბავშვს მომენტებში თოჯინასავით ძირს აგდებს და ჩხუბს აგრძელებს, ხოლო ბავშვი ისევ ცდილობს ადგომას და დედის ფეხებზე აცოცებას.
თუ რა გახდა ასეთი დაძაბული და გამძვინვარებული ჩხუბის მიზეზი, დასავლური მედიისთვის უცნობია.

Comments

comments