“ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა” – როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე გიორგი ვაშაძემ

969
SHARE

ერთობა ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და მისი მეუღლის, ქეთი სიჭინავას მიმართ, საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. რამდენჯერმე გავრცელდა ხმა წყვილის დაშორების შესახებ, თუმცა მათ მყარი ოჯახი აქვთ და სამი მცირეწლოვანის აღზრდით არიან დაკავებულნი. თავიანთი სიყვარულის ისტორიის შესახებ, გიორგი და ქეთი AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ.

– სად გაიცანით ერთმანეთი?
ქეთი: გიორგი ვენაში გავიცანი. ეს მოხდა დაახლოებით ათი წლის წინ. მე და ჩემი და სასწავლებლად ვიყავით ვენაში, გიორგი საერთო მეგობარმა გამაცნო. საკუთარი საქმეების გამო ხშირად უწევდა იქ ჩამოსვლა, ჯერ ვემგობრობდით, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა
ჩვენი ურთიერთობა.

ბატონო გიორგი, თავიდანვე მოგეწონათ ქეთი?
– ნამდვილად, ჯერ გარეგნულად მომხიბლა, შემდეგ მისი ხასიათიც მომეწონა. გახსნილი ადამიანია და ამიტომაც დავადგი ქეთის თვალი (იცინის). თუმცა თავიდან არ ვიმჩნევდი ამას. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში ერთ თვეში გადაიზარდა.
ქეთი: ერთ თვეში როგორ გადაიზარდა, როცა წელიწადში ორჯერ გნახულობდი?
– ქეთი, თქვენ რითი მოგხიბლათ მომავალმა მეუღლემ?
– როცა ერთმანეთი გავიცანით, მე 19 წლის ვიყავი, გიორგი – 26-ის. ამ პერიოდში ასაკობრივი სხვაობა ძალიან იგრძნობა, თან გიორგი სულ სოლიდურად ჩაცმული დადიოდა, საინტერესოდ ყვებოდა ამბებს და სწორედ ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი. დაახლოებით 4 წელიწადს გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. მეოთხე კურსზე უკვე დავოჯახდით და თბილისში დავბრუნდი.
გიორგი: შეეძლო იქ გაეგრძელებინა მაგისტრატურაში სწავლა, მაგრამ კიდევ ერთი ქართველი დავაბრუნე საქართველოში.
დისკომფორტს არ გიქმნიდათ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება?
– რთული იყო აქეთ-იქეთ სიარული, მაგრამ ხშირად მიწევდა ჩასვლა ვენაში. ყოველ მეორე კვირას ჩავდიოდი, მაშინ ბრიუსელში დავდიოდი სავიზო რეჟიმზე და მიგრაციის საკითხების მოლაპარაკებებზე. ბრუსელში ყველას ავუხსენი, რომ შეხვედრებზე 10-15 წუთით დაგვიანების საპატიო მიზეზები მქონდა (იცინის).

– ქეთი, სიურპრიზებს ხშირად გიწყობდათ შეყვარებული გიორგი ვაშაძე?
– კი, მაგრამ ერთი გამორჩეულად დამამახსოვრდა. ერთხელ გვიან მოვედი უნივერსიტეტიდან, სკაიპით ველაპარაკე გიორგის, მკითხა, ახლა რა გინდაო, საჭმელი მენატრებოდა ძირითადად და ვუთხარი ფელამუში მენატრება-მეთქი. დაახლოებით 5 საათში, კარზე იყო კაკუნი, თვითონ ჩამოვიდა და ჩამომიტანა ფელამუში.
გიორგი: როცა დავაკაკუნე გერმანულად ვლაპარაკობდი და მისმა დამ უთხრა, ეტყობა გაზის მრიცხველზე მოვიდნენო.

– როგორი ქორწილი გქონდათ?
ქეთი: მამას უნდოდა ტრადიციული ქართული ქორწილი გვქონდა. ჩემი პატარა ასაკის გამო, მამაჩემი ნერვიულობდა და უფრო გიორგის მხარეს იყო.
გიორგი: საინტერესო იყო ჩემი სიმამრი ჩემს მხარეს იყო, მეუბნებოდა, ქეთი ჯერ პატარაა, შენ გააზრებული გაქვს დაოჯახება და ხომ არ დავიცადოთო. მაგრამ მე როცა გავიცანი ქეთი, ვიცოდი როგორიც იყო. იმ ეტაპზე ოჯახის შექმნის დრო იყო, ბევრი მინახავს ჩემს გარშემო წყვილები, რომლებიც დიდხანს ფიქრობენ დაოჯახებაზე და მერე შორდებიან. ყველაფერს განვითარება სჭირდება, ამიტომ არის რომ ორ წელიწადში ერთხელ ახალი ბავშვი გვყავს (იცინის).
ქეთი: რა თქმა უნდა, შვილები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა.

– რაზე კამათობთ?
– ძირითადად პოლიტიკაზე ვჩხუბობთ, სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს გიორგის ყოფილ პარტიაზე. აქტიურად ვარ ჩართული გიორგის საქმიანობაში. ინოვაციებისა და განვითარების ფონდში ვმუშაობ.
გიორგი: სხვადასხვა ქვეყნებში მაქვს ოფისები, პირველი იუსტიციის სახლი ავაშენეთ კიევში, ანტიკორუფციული საბჭო შევქმენით, კიდევ გვაქვს სხვა პროექტები დაგეგმილი. ჩემი მთავარი შემოსავალი არის კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოში შემოსავალი არ მაქვს. ქეთი ორგანიზაციულად ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. ქეთი მეუბნებოდა, ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოო და არ დავუჯერე.

– რატომ არ გინდოდათ მისი არჩევნებში მონაწილეობა?
– უკვე ამდენი ბრძოლა დამღლელია. გიორგის ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის, ის ძალიან მებრძოლია.
გიორგი: ჩემი წარმატება ქეთის გვერდით დგომაზეა დამოკიდებული. სახლში ყველაფერი მოწესრიგებულია, ერთმანეთის გვერდით ვართ და სტრესები არ გვაქვს. რაც შეეხება პატარ-პატარა ჭორებს, ეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, შევეჩვიეთ უკვე ამას. არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ. ჩვენ ყველგან ერთად დავდივართ, ჰარვარდის ჯგუფელებს ქეთი უფრო იცნობს, ვიდრე მე. ახლა დუბაიში გვქონდა ჰარვარდის სამიტი და მითხრეს, ალბათ აქ მეუღლის გამო ხართო.

განაგრძეთ კითხვა:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი