ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებზე სასტიკი მოპყრობის ფარული კადრები გავრცელდა (ვიდეო 18+)

217
SHARE

ცხოველების უფლებადამცველებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ჩანაწერები, რომლებშიც ქალაქ ჰამბურგში მდებარე Laboratory of Phramacology and Toxicology- ის​ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებისთვის გამოყენებული ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობის კადრებია აღბეჭდილი.

გავრცელებულ ჩანაწერებში გარკვევით ჩანს, რა მდგომარეობაში ამყოფებენ ექსპერიმენტებისთვის შერჩეულ სხვადასხვა ცხოველებს კონკრეტულად კი მაიმუნებს, კატებს, ძაღლებსა და კურდღლებსაც.

ორგანიზაცია Cruelty Free International- ის თანახმად კვლევების ფარგლებში ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მათ სხეულებში სხვადასხვა სახის მედიკამენტებისა თუ ნივთიერებების შეყვანას მოიცავდა, რათა სამედიცინო თვალსაზრისით შეესწავლათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა მათ ორგანიზმს. შედეგად კი ცხოველებს რამდენიმე სახის გართულებები ეწყებოდათ: ღებინება, შინაგანი სისხლდენა, წონის კლება, სუნთქვის უკმარისობა, ციებ-ცხელება და სხვა. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ცხოველებს ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ და ვიდეოშიც ნათლად ჩანს ეს ფაქტი, თუ როგორ იცლება სისხლისგან ძაღლი. 

ამჟამად ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს, რადგან კადრების გავრცელების შემდეგ ამ ამბავს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერიმენტების ხელმძღვანელი ლაბორატორია კი გამოძიების გამო დაიკეტა.

ცხოველების უფლებების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Soko Tierschutz-მა ეს ფაქტი “წამებისა და ბოროტების საზარელ ფაქტად” შეაფასა: “დაუჯერებელია, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ცხოველების დაცვის მუხლი კონსტიტუციაშია შეტანილი”, – აცხადებს ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი.

ჯერ კიდევ ივლისში ევროკომისიამ გაავრცელა გაცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გერმანიაში სხვადასხვა კვლევით ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებზე მოპყრობის შემთხვევები ხშირად საერთაშორისო კანონსა და თავად გერმანიაში მიღებულ რეგულაციებსაც ეწინააღმდეგებოდა. Cruelty Free International-მა რვაწუთიანი ფარული ჩანაწერი იუთუბის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა:

წყარო:on.ge

FB კომენტარები

კომენტარი