ვულკანის ამოფრქვევის კადრები ჰავაის კუნძულებზე (ფოტო, ვიდეო)

177
SHARE

ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. ადგილობრივმა მთავრობამ კუნძულის გარკვეული მონაკვეთის ევაკუაცია გამოაცხადა. ევაკუაციას ექვემდებარება ის დასახლებები, სადაც ვულკანურმა ლავამ მიაღწია.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ევაკუაცია 10 000 ადამიანს შეეხო. დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვულკანის ამოფრქვევას მიწისქვეშა ბიძგები ემატება. სეისმური აქტივობა რეგიონში ვულკანის გააქტიურებამდე რამდენიმე კვირით ადრეც იგრძნობოდა.
კილაუეას კუნძული ჰავაის ყველაზე დიდ კუნძულზეა განთავსებული. ის მსოფლიოში ყველაზე აქტიური ვულკანია.

FB კომენტარები

კომენტარი