ჰავაიზე ქვეითებს ტელეფონში ყურების გამო დააჯარიმებენ

90
SHARE

ამერიკის შტატ ჰავაის ხელისუფლებამ იმ ქვეითების დაჯარიმება გადაწყვიტა, რომლებიც სმარტფონებს და სხვა გაჯეტებს საავტომობილო გზაზე გადასვლისას იყენებენ.
ამ შტატში მდებარე ქალაქი ოაჰუ პირველი ქალაქი გახდა, რომელშიც მსგავსი აკრძალვა უკვე ძალაში შევიდა.

ახალი კანონის მიხედვით 15-დან 35 დოლარამდე ჯარიმას მიიღებს პირი, რომელიც პირველად ჩაიდენს აღნიშნულ სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ კი მოქალაქეს ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიყენებს ტელეფონს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისას, ჯარიმის თანხა 99 დოლარამდე აიწევს.
აშშ-ს უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, 2000 წლიდან 2011 წლამდე 11 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო კატასტროფის დროს იმის გამო, რომ ქვეითების მთელი ყურადღება მომართული ტელეფონებზე იყო.

FB კომენტარები

კომენტარი