ჰაეროვანი გლაზური

534
SHARE

ინგრედიენტები: შაქარი – 1,5 ჭიქა, სიმინდის გამჭvირვალე სიროპი – 2 სუფრის კოვზი, წყალი -¼ ჭიქა, კვერცხის ცილა – 6 ცალი, ვანილი – 1 შეკვრა.

ჯამში შაქარი, კვერცხის ცილა, სიმინდის სიროპი და წყალი. მიღeბული მასა ორთქლის აბაზანაზე დაახლოებით 2 წუთი დავდგათ, სანამ არ გაცხელდება 70 გრადუსამდე. შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ და მიქსერით მაღალ სიჩქარეზე 7 წუთის განმავლობაში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ვთქვიფოთ. თან ვანილი დავუმატოთ. სიმინდის სიროპი შეგიძლიათ თქვენივე მომზადებული სიროპით შეცვალოთ: 350 გრ. შაქარს 150 მლ. ცხელი წყალი, 2 გრ. ლიმონმჟავა დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. სიროპი გავაციოთ და ბოლოს 1,5გრ. სოდა დავუმატოთ.

FB კომენტარები

კომენტარი