ჯუჯების ქალაქი ფილიპინებზე

138
SHARE
  • შესაძლოა, ფილიპინებზე ჯუჯების ქალაქი აშენდეს, – აცხადებს „ბი-ბი-სი“. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში პატარა ადამიანებისთვის პოპულარული ადგილი ბარი „ჰაბიტის სახლია“. ბარში მხოლოდ ჯუჯები მუშაობენ. ბარმენი პიდოი ფიტოლინო, რომელიც 30 წელია ბარშია, აცხადებს, რომ ვერანაირ დრისკიმინაციას ვერ ხედავს, თუ ბარში მხოლოდ ჯუჯები მუშაობენ.

    მამაკაცი, რომლის სიმაღლეც 1მეტრი და 30 სანტიმეტრია, ამბობს, რომ ჯუჯებს ძალიან უჭირთ სამსახურის შოვნა მანილაში. მისი ნაცნობების უმეტესობა კი, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, მხოლოდ ცირკში მოცეკვავეებად და კლოუნებად მუშაობენ.

    ფიტოლინომ და მისმა მეგობრებმა შექმნეს ასოციაცია პატარა ადამიანებისთვის და გადაწყვიტეს ფილიპინების დედაქალაქიდან საკუთარ ქალაქში ეტაპობრივი გადასახლება. მართალია, ჯერ ქალაქი უნდა აშენდეს, პატარა ადამიანებს საამისოდ ყველაფერი მზად აქვთ, მანილას მახლობლად ერთ-ერთმა მდიდარმა კაცმა მათთვის 6 კვადრატული კილომეტრი გამოყო, სადაც პატარა ადამიანები საკუთარი ქალაქის აშენებას აპირებენ. ქალაქში იქნება ყველაფერი: სკოლა, მაღაზია, ეკლესია, ზღაპრული სტილის  საცხოვრებელი სახლები. პატარა ადამიანების ასოციაციის წარმომადგენლების რაოდენობა ამჟამად 200 კაცია. მათ იმედი აქვთ, რომ ეს დასახლება ფილიპინებში ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილი იქნება.

    ასოციაციის ხელმძღვანელი პერი ბერს იმედოვნებს, რომ 47 ოჯახს, რომელსაც სურს ამ ქალაქში გადასვლა,  სხვადასხვა ქვეყნიდანაც დაემატება ოჯახები.

    ამჟამად პატარა ადამიანები თვეში ორჯერ მიდიან ნაკვეთში და საძირკველს ამზადებენ. პერი ბერი ეძებს დამფინანსებელთა დამატებით წყაროებს სამუშაოს დასასრულებლად. ის ფიქრობს, რომ ჯუჯების პირველი ქალაქი 3 წელიწადში აშენდება.

FB კომენტარები

კომენტარი