ჯუჯა ტერორისტი, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძვის – ვინ არის ავტომატის სიმაღლის “ალ-ჩიხუახუა”? (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

357
SHARE

ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა რიგებში ლილიპუტი ტერორისტი იბრძვის. ჯუჯა მებრძოლი მეტსახელად “ალ-ჩიხუახუა”, ცნობილია იმითაც, რომ მას ასევე “ისლამური სახელმწიფოც” სძულს. დასავლური გამოცემა DAILY MAIL წერს, რომ ტერორისტი ფიზიკურად მისივე ავტომატზე პატარაა და სიმაღლეში სულ, სამ ფუტს შეადგენს.

აბუ-აჰმად ალ-ჩიხუახუა, ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება Jabhat Al-Nusra in Syria -ს მებრძოლია. დაჯგუფება, რომელსაც უთხანხმოება “ისლამურ სახელმწიფოსთან” აქვს, პარალელურად ასადის სამთავრობო ძალებსაც ებრძვის.

ბრიტანულმა გაზეთმა ლილიპუტი ტერორისტის ფოტო და ვიდეო მასალაც გაავრცელა. ფოტოები, რომელზეც მებრძოლი წვერითა და მისივე სიმაღლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითაა აღბეჭდილი, DAILY MAIL-მა Twitter-დან მოიპოვა.

2D8DB6AD00000578-3278912-image-m-3_1445244696368 2D8DB79700000578-3278912-image-m-5_1445244734784 2D8DC47A00000578-3278912-image-m-18_1445248394696

FB კომენტარები

კომენტარი