ჯულია რობერთსს 4 -დღიანი გადაღებისთვის 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს

74
SHARE

მსახიობ ჯულია რობერთსს საკუთარი მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში Mother’s Day 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს. უცხოური მედიის ცნობით, მსახიობი გადაღების პროცესში მხოლოდ 4 დღის განმავლობაში იყო ჩართული. გამოდის, რომ რობერთსი დღეში 750 000 დოლარს იღებდა. ჯულია რობერთსი კვლავ რჩება ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად. კარიერის პიკზე, 2000 წელს, ჯულიამ, მაგალითად, როლისთვის ფილმში „ერინ ბროკოვიჩი“ 20 მილიონი დოლარი მიიღო. რაც შეეხება ფილმს Mother’s Day, კრიტიკოსები ნამუშევრის მიმართ ძალიან ცივად განეწყნენ, – წერს დასავლური მედია.

FB კომენტარები

კომენტარი