ჯუდ ლოუ ვიწრო, თეთრ ტრუსში რომის პაპზე ფილმის გადაღებების დროს (ფოტო)

71
SHARE

2019 წლის ნოემბერში პაოლო სორენტინოს სერიალის მეორე სეზონის გამოსვლა იგეგმება. სერიალი რომის პაპზეა და მას „ახალი პაპი“ ჰქვია. ფილმში მთავარ როლს კვლავ ჯუდ ლოუ შეასრულებს.
46 წლის მსახიობმა უკვე მოახდინა შესანიშნავი ფიზიკური კონდიციის დემონსტრირება. ვენეციის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებში მას ვიწრო, თეთრი საცურაო ტრუსი აცვია.
ასევე, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მის ირგვლივ ბიკინებში გამოწყობილი ლამაზმანები ხელბურთს თამაშობენ. ზღვის სანაპიროზე სეირნობისას მას თავისი კოლეგა, მსახიობი ლუდივინ სანიეც უერთდება. სერიალში ის თამაშობდა ესტერს, რომელსაც უნდა ეცდუნებინა ახალგაზრდა პაპი პი XIII, რათა, შანტაჟის მეშვეობით, მას ტახტზე უარი ათქმევინონ.
როგორც ჩანს, მეორე სეზონში მათი ურთიერთობა გრძელდება და საკმაოდ თბილადაც კი. მეორე სეზონში, სავარაუდოდ, გაიცემა პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მაყურებლებს 2016 წლიდან დარჩათ. გადაღებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ხოლო სიუჟეტის ხაზი საიდუმლოდ ინახება. ცნობილია, რომ ამ სამსახიობო დასს კონ მალკოვიჩის შეუერთდა.

FB კომენტარები

კომენტარი